ლევან ვასაძე

მინდიაშვილი: ვასაძეს მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს - საქართველოს რუსული ჩექმის ქვეშ დამონება

ლევან ვასაძე რუს პოლიტოლოგ ალექსანდ დუგინთან ერთად

ვასაძე არის სამშობლოს მოღალატე, რომელსაც რეალურად მხოლოდ ერთი კონკრეტული ინტერესი ამოძრავებს - საქართველოს რუსული ჩექმის ქვეშ დამონება" - ამ მინაწერით ავრცელებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ლევან ვასაძის ფოტოს, რომელიც ბიზნესმენს რუს პოლიტოლოგ ალექსანდრ დუგინთან ერთად აქვს გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ დუგინი გამოირჩევა ნეოიმპერიალისტური იდეებით. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა.

ლევან ვასაძე დღეს თბილისი პრაიდის ორგანიზატორების დაგეგმილი აქციის "სად ხარ სახელმწიფოვ" კონტრაქციის მონაწილე იყო. მან თქვა, რომ არ დაუშვებს 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის რომელიმე ღონისძიების ჩატარებას.

კომენტარები