ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

პარლამენტი

პაელამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება - ამის შესახებ ტაბულას პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს.

ირაკლი კობახიძემ გააუქმა ბაქოში დანიშნული ყველა შეხვედრა. მისი ვიზიტი 20 ივნისს დაიწყო და 22 ივნისს სრულდებოდა.

გუშინ, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოყვანის პასუხისმეგებელი პირების, ზაქარია ქუცანშვილისა და ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო.

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

კომენტარები