ანტისაოკუპაციო აქცია

"გავაღვიძოთ ბიძინა!" - შუშის სასახლემდე მსვლელობა დაიწყო - Live

პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისგენ მსვლელობას მართავენ. 

მათ გუშინაც სურდათ მსვლელობის მოწყობა, თუმცა, აზრი ორად გაიყო.

მერვე დღეა, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება. ჯერ კიდევ სამი დღის წინ, დემონსტრანტებს ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ - მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გათავისუფლდეს აქციაზე ყველა დაკავებული, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, ბოლო დღეების მანძილზე, სააპელაციო სასამართლო ყოველდღიურად ათავისუფლებდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნა მხოლოდ შს მინისტრის გადადგომაა.

კომენტარები