საქართველოს პარლამენტის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარეს. მათგან რამდენიმე მუშაობას პარლამენტის აპარატში გააგრძელებს.
არჩილ თალაკვაძის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოების მიხედვით, შეხვედრა სასტუმრო "რუმსის" ეზოში შედგა.