რუსთავი 2

"რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ინტერპრესნიუსი

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის შენობის წინ აქციას მართავენ. აქციაზე შეკრებილები გადაცემა  პოსტსკრიპტუმის წამყვანის, გიორგი გაბუნიასაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

მათმა ნაწილმა მოითხოვა, რომ გაბუნიამ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მსგავსად დატოვოს ქვეყანა, ნაწილი კი ითხოვს, რომ მას არხი დაატოვებინონ.

გადაცემა, რომელსაც აქცია მოჰყვა ეთერში დღეს გავიდა. გიორგი გაბუნიამ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას.

კომენტარები