სირცხვილია

#სირცხვილია - 14 ივლისს, პროტესტის 25-ე დღეს, პარლამენტთან აქცია ფლი მარკეტს უმასპინძლებს

#სირცხვილია, კვირას, 14 ივლისს, პროტესტის 25-ე დღეს, პარლამენტთან აქცია, 17:00 საათიდან ფლი მარკეტს უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფრომაციით, საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.


Ganjinagiftbox - განჯინა სასაჩუქრე ყუთი
plasticwatcher.ge
ჰარი ჰარალე
აიკუბი
BABSI
ნაირნაირი
WINE NESS
საბნევი
MATTI • მატი

ეს იმ ბიზნესების ნაწილია, რომლებიც ფლი მარკეტზე იქნებიან წარმოდგენილი. პროდუქციის გაყიდვის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. 

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები უკვე 24 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო, ითხოვენ.

კომენტარები