IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: ოცნება 26%, ენმ/გაერთიანებული ოპოზიცია 22%, ევრ. საქართველო/თავ. დემოკრატები 7%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 15 ივნისამდე პერიოდში, ანუ აქციის დარბევამდე ჩატარდა, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდნენ ხმას, მონაცემები ასე გადანაწილდა:

მოსახლეობის 26% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 22% - ენმ/გაერთიანებულ ოპოზიციას, 7% - ევროპულ საქართველოს/თავისუფალი დემოკრატებს, 5% - პატრიოტთა ალიანსს, 5% - ლეიბორიტულ პარტიას. სხვა პარტიების მონაცემები, გამოკითხვის შედეგების, მიხედვით 2%-ს არ სცდება.

მეორე არჩევნად ყველაზე ხშირად ევროპულ საქართველოს/თავისუფალი დემოკრატებს ასახელებენ - ასეთი 11%-ია. ქართული ოცნება მეორე არჩევანი 3%-ისთვისაა, ენმ/გაერთიანებულ ოპოზიცია - 6%-სთვის, პატრიორთა ალიანსს მეორე არჩევნად - 5% ასახელებს, ლეიბორისტულ პარტიას კი - 4%.

მონაცემები ასახავს ყველა გამოკითხულის პასუხებს (და არა მხოლოდ მათსას, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს).

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარები