ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ნიღბიანი პირები სადგურზე შეიჭრნენ და აქციიდან მომავალ ხალხს თავს დაესხნენ

BBC

კვირას ჰონგ-კონგში ათობით ნიღბიანი პირი მატარებლის სადგურზე შეიჭრა და აქციიდან მომავალ მომიტინგეებსა და მგზავრებს თავს დაესხა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ნიღბიანი პირები ხის და მეტალის ჯოხებით ხალხს თავს ესხმიან.

დაშავდა 45 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომრეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

ჰონგ კონგში მიმდინარე აქციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ინციდენტზე პოლიციას საკმარისად სწრაფი რეაგირება არ ჰქონია. თვითმხილველების თქმით პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსმელთა ნაწილს ნიღბები არ ეკეთა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებიან.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი კვირების მანძილზე ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

პოლიციამ კვირას გამართული მსვლელობის დროს მომოტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

კომენტარები