რუსეთი

ტელევიზიაში Дождь პოლიცია შევიდა, მთავარი რედაქტორი კი დაკითხვაზე დაიბარეს

Дождь

მოსკოვში Навальный Live-ის სტუდიაში შეჭრის შემდეგ, პოლიცია დამოუკიდებელი ტელეკომპანია Дождь-შიც. რუსმა სამართალდამცველებმა არხის მთავარი რედაქტორს, ალექსანდრ პერეპელოვს, დაკითხვაზე დაბარების ბრძანება გადასცეს. პოლიცია პერეპელოვს მოსკოვში მიმდინარე აქციების მოწმედ იბარებს. 

რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მოთხოვნაც სამართლიანი არჩევნებია, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით აღძრა საქმე. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაიყვანეს პერეპელოვი დაკითხვაზე. 

მოსკოვში მერიის შენობის წინ აქცია კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ხელკეტებისა და ელექტროშოკერების გამოყენებით უკვე 435 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. 

ქალაქის მერიასთან აქცია დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასობით სპეცრაზმმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს, რათა ქალაქის მერიასთან მისულიყვნენ, თუმცა პოლიცია მომიტინგეებს კვლავ აპატიმრებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ უბრალო გამვლელებიც კი, რომლებმაც აქციის გამართვის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაიჭირეს. ისინი გაჩხრიკეს და არ აუხსნეს, თუ რისთვის აკავებდნენ.

მომიტინგეები სკანდირებენ "სირცხვილია!"; "ყოველდღე!"; "რუსეთი პუტინის გარაშე!"; "ეს ჩვენი ქალაქია!"; "დაუშვი!"; "ჩვენ იარაღი არ გვაქვს." 

მომტინგეებმა რუსეთის ჰიმნიც იმღერეს.

ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, მათ შორის ილია იაშინი, ლიუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გალიამინა. 

მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციები 14 ივლისს დაიწყო. ათასობით მომიტინგე ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს. 

მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

კომენტარები