გონიო

გონიოში შტორმის დროს ზღვაში შესული მამაკაცი დაიხრჩო

on.ge

4 ბალიანი შტორმის დროს გონიოში ზღვაში შესული მამაკაცი დაიხრჩო.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, მამაკაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობა მოსალოდნელი 3-4 ბალიანი შტორმის შესახებ დღის პირველ ნახევარში გააფრთხილა.

კომენტარები