შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთ კვირაში, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 3 168 გადამხდელი შეამოწმეს, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:
- საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 134 შემთხვევა;
- ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 35 ფაქტი;
- მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 266 შემთხვევა.