NASA-ს როვერი Curiosity მარსის გამოკვლევას აგრძელებს. როვერი წითელ პლანეტაზე 7 წლის წინ დაეშვა და მას შემდეგ 20 კილომეტრი დაფარა და ათასობით სურათი გადაიღო.
ამჟამად როვერი გეილის კრატერში მთა შარპთანაა, სადაც მილიარდობით წლის წინ შესაძლოა ტბები და წყაროები იყო.
როვერი თიხის და მინერალების ნიმუშებს მოიპოვებს.
"ამის მეშვეობით ჩვენ ვხედავთ უძველესი ტბის გარემოს ჩამოყალიბებას და მარსის ზედაპირზე წყლის ისტორიას." ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ვალერი ფოქსი.
NASA-ს კიდევ ერთმა როვერმა, Opportunity-მ თებერვალში 15 წლიანი მისია დაასრულა და დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა.
მიზეზი ქვიშის შტორმი იყო, რომელშიც როვერი მოყვა და შედეგად დედამიწასთან კონტაქტს ვეღარ ამყარებდა.
ნასას მეცნიერების თქმით რობოტის მიერ მოპოვებულმა და გადმოგზავნილმა ინფორმაციამ წითელ პლანეტაზე არსებული ცოდნა სრულიად გარდაქმნა.
15 წლიანი მისიის მანძილზე Opportunity-მ 45 კილომეტრზე მეტი დაფარა, მიუხედავად იმისა, რომ ნასას გათვლებით მას მხოლოდ 1000 მეტრამდე უნდა გაევლო და 90 დღის მანძილზე ემუშავა. მის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ დაადასტურა ვარაუდები, რომ მარსი წარსულში წყლით იყო დაფარული. მანვე იპოვა პლანეტის ზედაპირზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი. Opportunity აგზავნიდა ფოტოებსაც, რომლებზეც ქვიშის ქარიშხლები და მარისის კრატერებია ასახული.
Opportunity-ს შემდეგ მარსზე Curiosity გაგზავნეს, ხოლო გასულ წელს კი პლანეტის ზედაპირზე InSight დაეშვა.