აშშ - საქართველო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: აშშ სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას

საქარველოში აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი წეროვანში ჩავიდა. საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან მე-11 წლისთავზე საქართველოში აშშ-ის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რუდის განცხადება გაავრცელა. 

"საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს. მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას. შეერთებული შტატები სიმაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა მათ შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები