ახალი ზენლანდიის პარლამენტის სპიკერი ტრევორ მალარდი სხდომას ახალშობილით ხელში გაუძღვა. მან სხდომის მიმდინარეობისას ბავშვიც გამოკვება.
ახალშობილი პარლამენტის წევრს თამატი კოფის და მის მეუღლეს სუროგატმა დედამ გაუჩინა. 6 კვირის ბავშვი კოფიმ პარლამენტში მიიყვანა, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას სპიკერმა ბავშვის მოვლაში დახმარება შესთავაზა.
მალარდმა პარლამენტში წესები შეამსუბუქა, რაც კანონმდებლებს საშუალებას აძლევთ საკანონმდებლო ორგანოში შვილებიც მიიყვანონ.
გასულ წელს ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა ახალშობილი გოგონა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წაიყვანა.