ლუკა მაისურაძე ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ძიუდოისტმა ირანის წარმომადგენელი საიდ მოლაეი გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დრომდე 2 მედალი აქვს. 25 აგვისტოს ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.