მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, ხელოვნური თვალი ჩაისვა. ფოტოს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"შრამი რომ არა,ვერც კი გაარჩევდით," - წერს გომური.
"თვალის შეხორცება მიმდინარეობს ისევ, თუმცა პროთეზი ხელს არ შეუშლის. სამ თვეში ისევ ვიკეთებ პლასტიკურ ოპერაციას ქუთუთოზე და ამით დავასრულებ. თუმცა წელიწადში ერთხელ აუცილებელია პროთეზის შეცვლა," - ამბობს გომური ტაბულასთან საუბრისას.
მაკო გომურმა თვალი 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკარგა. მან ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა.