ხანძარი

სამტრედიაში, ნავთობბაზაზე ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამტრედიაში, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ხანძარია.

როგორც ტაბულას საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები