აეროპორტები

აგვისტოში ქართული აეროპორტების მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა

kutaisiairport.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2019 წლის აგვისტოში ქართული აეროპორტების მგზავრთნაკადი ნავარაუდები 14%-იანი ზრდის ნაცვლად 11%-ით შემცირდა.

აგვისტოში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები ჯამში 583 104 მგზავრს მოემსახურენ.

2019 წლის პირველ რვა თვეში, აეროპორტები 3 640 823 მგზავრს მოემსახურენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია.

აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი ერთადერთი იყო, სადაც მგზავრთნაკადი გაიზარდა.

ცალკეული აეროპორტების სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის აგვისტო - 397 045 მგზავრი, კლება 14 %

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 2 651 918 მგზავრი, ზრდა 3%

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის აგვისტო - 96 474 მგზავრი, კლება 20%

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 444 310 მგზავრი, ზრდა 5%

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის აგვისტო - 88 138 მგზავრი, ზრდა 22%

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 538 234 მგზავრი, ზრდა 41%

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

2019 წლის იანვარ-აგვისტო - ჯამურად 6 361 მგზავრი, ზრდა 16%.

 

კომენტარები