NDI-ის კვლევა

NDI: 35%-მა არ იცის, თალაკვაძის საქმიანობა პარლამენტის სპიკერის პოსტზე კარგია თუ ცუდი

NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა "ძალიან კარგად" 1%-მა მიიჩნია. 

კარგად - 9%-მა. 

საშუალოდ - 31%-მა. 

თალაკვაძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს 6%; 

35%-ს -  არ აქვს პასუხი კითხვაზე; 

რაც შეეხება ყოფილ პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძეს, მის საქმიანობას მხოლოდ 1% აფასებდა, როგორც "ძალიან კარგი". 

გამოკითხულთა 12% თვლიდა, რომ ბახტაძე, როგორც პრემიერი "კარგია". 

43% მის საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევდა. 

21% ყოფილ პრემიერს აფასებდა, როგორც ცუდი. 

7% - როგორც ძალიან ცუდი. 

15%-მა NDI_ის უთხრა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის. 

მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტიდან 2 სექტემბერს გადადგა, კვლევა კი ივლისში ჩატარდა, სწორედ ამიტომ არის მისი შეფასება კვლევაში. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები