NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 41% მონაწილეობას არ მიიღებდა

ცესკო

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითად 59% პასუხობს, უარყოფითად - 41%; 

ამავე კვლევის მიხედვით, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის დაუჭერს მხარს, 57%-ს ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები