ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი

მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტისთვის მადლობას უხდის

"მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს ამ ისტორიული პროექტისთვის.," - საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის მადლობას უხდის. ბახტაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"2020 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. განათლების - ეროვნული იდეს არსი სწორედ, იმაში მდგომარეობს რომ საქართველო იქცეს განათლების კერად რეგიონში და ამ მიზნის მისაღწევად მსგავსი მასშტაბის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრებია საჭირო. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებთან და ძირითადად მოამზადებს უმაღლესი კატეგორიის ინჟინრებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის," - წერს ყოფილი პრემიერი.

უნივერსიტეტის პრეზენტაცია გუშინ, 18 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო შეტარონში გაიმართა.

პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი, ასევე პრემიემინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი ქართუს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები