გახარია ჟურნალისტს: რაღაც მაინც წაიკითხეთ, დამიზნებით ამ აღჭურვილობის სროლა შეუძლებელია

"დამიზნებით ამ აღჭურვილობის სროლა შეუძლებელია, რაღაცა მაინც წაიკითხეთ", - ასე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტს, რომელმაც მას 20 ივნისის ღამეს დარბევისას დაშავებულ ადამიანებზე კითხვა დაუსვა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ვინც ძალა გადაამეტა დასჯილია, ხოლო კითხვაზე, რატომ არ არის დაკავებული სამართალდამცავი, რომელიც აქციის დაშლისას მომიტინგეებს შემაღლებული ადგილიდან დამიზნებით ესროდა და როგორც გავცელებულ კადრებში ჩანს, ცინიკურად იღიმოდა, შს ყოფილმა მინისტრმა პასუხათ თქვა, რომ - "ცინიკურად თუ იცინოდა ამისთვის უნდა დაისაჯოს".

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

კომენტარები