ლარის გაუფასურება

ლარის მორიგი ისტორიული ანტირეკორდი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის ცნობით, 20 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.

გაუფასურებამ 0.21 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9759 ლარი იქნება.

ეროვნული ვალუტა 0.42 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებით და ოფიციალური კურსით ერთი ევრო 3.2860 ლარი ეღირება.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით მაშინდელ რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

 

კომენტარები