ბესელია-კვირიკაშვილის შეხვედრა

კვირიკაშვილი: რაც მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ხდება, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის, რაც TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისა, და ანაკლიის პორტის ირგვლივ ხდება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. 

"ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის წყალში ჩაყრა,"- ამბობს კვირიკაშვილი. 

ყოფილი პრემიერი ასევე იმ გავრცელებულ ხმებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის და ხაზარაძე წელიწადნახევრის წინ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ მოქმედებებს ერთად გეგმავდნენ. 

"ეს ისტორია და ზღაპრები, რომ თითქოს წელიწადნახევრის წინ ჩვენ ერთად რაღაცას ვაპირებდით, ეს არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ. ძალიან სამწუხარო ამაში ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ მთელი მოქმედებები ამაზე ააგო," -ამბობს კვირიკაშვილი. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ამის შესახებ მთავარ არხის ჟურნალისტს ესაუბრა, რომელმაც 27 სექტემბრის საღამოს ის და ბესელია თბილისის ერთერთ კაფეში შენიშნა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ძალიან ბევრი რამ ხდება დღეს ისეთი, რაც მას აწუხებს და ამაზე ყოველთვის ექნება რეაგირება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები