სახელმწიფო კომპანიები

6 ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო კომპანია

ტაბულა

2018 წლის მონაცემებით, სახელმწიფო კომპანიების ჯამურმა ზარალმა 805 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი 2018 წლის ზარალის მეტი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მარაბდა-კარწახის რკინიგზა.

წინა წელს უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების გაერთიანებაში- საპარტნიორი ფონდის ჯამური ზარალი 609 მილიონ ლარს გაუტოლდა. მათ შორის:

  • შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა, ზარალი — 102 მილიონი ლარი;
  • საქართველოს რკინიგზა, ზარალი — 716 მილიონი ლარი;
  • სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, ზარალი — 6,8 მილიონი ლარი;
  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ზარალი — 52,9 მილიონი ლარი;
  • ენერგოტრანსი, ზარალი — 27 მილიონი ლარი;
  • შპს მექანიზატორი, ზარალი — 31 მილიონი ლარი. 

ცალკე გამოსაყაფია, უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების დავალიანებები. 2018 წელს უმსხვილესი 67 სახელმწიფო კომპანიის მთლიანმა ვალდებულებებმა მშპ-სთან მიმართებით 18.5% შეადგინა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობასი სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2,6 მილიარდ ლარს აღემატება.

კომენტარები