შოთა ჭიჭიაშვილი

შოთა ჭიჭიაშვილი სპეცოპერაციისას მოკლეს

შოთა ჭიჭიაშვილი მისი აყვანის სპეცოპერაციისას მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინსკაია პრავდა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილის დაპატიმრება იგეგმებოდა რა დროსაც მან პოლიციელბს ცეცხლი გაუხსნა რის შედეგადაც ორი მათგანი დაიჭრა.

შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში 22 სექტმებრის შემდეგ იძებნებოდა. გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტების შემოწმების დროს შოთა ჭიჭიაშვილმა ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიიმალა.

2 ოქტომბერს პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ჭიჭიაშვილი სოფელ ხოტიანოვკაში იმალებადა. მას შემდეგ, რაც მოხდა ჭიჭიაშვილის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, პოლიციელებმა ჭიჭიაშვილის ჩაბარება მოთხოვს, თუმცა ჭიჭიაშვილმა სამართალდამცავების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. დაჭრილია ორი სამართალდამცავი. 

სროლის შედეგად ჭიჭიაშვილი ადგილზე დაიღუპა. 

შოთა ჭიჭიაშვილი 2000-იან წლების საქართველოში, ხშირად ნომერ პირველ ტერორისტად მოიხსენიებოდა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ტერორისტული აქტი და გახმაურებული გატაცებები. 2004 წელს მას ქართულმა სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა მიუსჯა, თუმცა 2013 საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე ჭიჭიაშვილმა საპატიმრო დატოვა.

კომენტარები