სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: საქართველოს პრეზიდენტმა ლიდერ ქალებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის სამეფოს და საფრანგეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ქართველ ქალ ლიდერებს უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, სადაც საქართველოში ქალების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალები საქართველოში ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი, როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესსა და კულტურაში.

"პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ. ასამდე ქართველმა, ბელგიელმა და ფრანგმა ქალბატონმა ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის, სადაზღვეო სექტორის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების სფეროებზე მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს", - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური.

კომენტარები