სექსუალური ძალადობა

თოდაძე დაზარალებულად ცნობის დადგენილების გასაცნობად ხვალ პროკურატურაშია დაბარებული

ტაბულა

პროკურატურის დადგენილებით, თამთა თოდაძე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დაზარალებულად ცნეს.

დადგენილების გასაცნობად თოდაძე ხვალ, 9 ოქტომბერს 11:30 საათზე პროკურატურაშია დაბარებული.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალი ორი მუხლით წარუდგინა. სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ქმედებას, ხოლო 126-ე მუხლი ცემას ეხება.

კომენტარები