თბილისის აეროპორტი

შემოსავლების სამსახური: თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი მარიხუანა აღმოვაჩინეთ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე-ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს. მარიხუანა მოქალაქეს ბარგში აღმოაჩნდა.

"4 ოქტომბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის დ.დ.-ს კუთვნილი ბარგის რენტგენო სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა,"-წერია განცხადებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

კომენტარები