ბავშვის დაჭრა

გლდანში არასრულწლოვანი დაჭრეს

flickr.com

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა 15 წლის მოზარდი დაჭრა. 

1TV ინფორმაციით, მოზარდი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

ტაბულას შსს-ში დაჭრის ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები