განზრახ მკვლელობის მცდელობა

გლდანში 2 კაცი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი

გლდანში 2 კაცი დაჭრეს, როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქმესთან დაკავშირებით 3 პირია დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

კომენტარები