ძიუდო

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ორი ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველი ძიუდოისტები - ლაშა ბექაური (-90კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს ამ ეტაპზე 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.

კომენტარები