თურქეთის სპეცოპერაცია სირიაში

ერდოღანი: თუ ქურთები ზონიდან არ გავლენ მათ განადგურებას გავაგრძელებთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
GETTY IMAGES

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ქურთებს განადგურებით დაემუქრა. 

ერდოღანის თქმით, თუ ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება თურქული არმია სირიაში სამხედრო მოქმედებებს განაახლებს. ერდოღანის თქმით პირობის შესასრულებლად ქურთებს ვადა სამშაბათამდე აქვთ. 

"თუ კი 120 საათის გასვლის შემდეგ შეთანხმება შესრულებული არ იქნა, ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტების განადგურებას", — განაცხადა ერდოღანმა. 

ცოტა ხნით ადრე დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმაც. "ჩვენ ოპერაცია ხუთი დღით შევაჩერეთ და ველოდებით შეთანხმების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი არმია სრულ მზადყოფნაშია", — განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. 

ოპერაციის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვაშინგტონსა და ანკარას შორის 17 ოქტომბერს შედგა. საკითხზე მოსალაპარაკებლად თურქეთშ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩავიდნენ. 

სამხედრო ოპერაცია, მშვიდობის წყარო თურქეთმა 9 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები