ახლო აღმოსავლეთი

ლიბანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს- მიზეზი WhatsApp-ზე გადასახადის დაწესებაა

უკვე მესამე დღეა ლიბანში, მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მთავრობის სურვილის დაეწესებინა გადასახადი WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადი მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

ამ დროისთვის ბეირუთის ცენტრალური ნაწილი საომარი მოქმედებების წერტილს გავს. ქვეყნის ხელლისუფლება სხვადასხვა ელექტრონულ მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის შემოღებას გეგმავდა, რამაც უწყვეტი სამდღიანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. 

ამ დროისთვის, ხელისუფლებამ ინიციატივა უკან გაიხმო, თუმცა პროტესტი არ შეწყვეტილა- დემონსტრანტები ლიბანის პოლიტიკური სისტემის ძირეულ გადახედვას, მთავრობის ცვლილებას და ანტიკორუფციულ რეფორმებს ითხოვენ. 

დემონსტრაციები ლიბანის თითქმის ყველა დიდ რეგიონში მიმდინარეობს, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქ, ტრიპოლიში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, WhatsApp-ისა და სხვა მესენჯერებით სარგებლობაზე თვეში 6 დოლარის ოდენობის გადასახადს ითვალისწინებდა.

ლიბანის პოლიციის ცნობით, გასულ დღეებში სულ 70 ზე მეტია მოქალაქე დააპატიმრეს. ლიბანის პრემიერმა, საად ჰარირიმ რთული ვითარების გადასაჭრელად კოალიციურ მთავრობას 72 საათიანი ვადა მისცა. 

შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა ლიბანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერი, ხასან ნასრალა. ტელემიმართვიდან ნასრალამ თქვა, რომ დემონსტრანტების სათქმელმა ხმამაღლა გაიჟღერა და ხელისუფლებას პოლიტიკური მოქმედებისკენ მოუწოდა. 

ნასრალამ გააკრიტიკა პრემიერი ჰარირიც, თუმცა განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომა ქვეყნის პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებდა. ნასრალას თქმით, ახალი სამთავრობოო კოალიციის შექმნა დიდ დროს წაიღებს. 

ლიბანის ამჟამინდელი კოალიციური მთავრობა, ქევყნაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. ჰარირის კოალიციას მხარს უჭერს ჰეზბოლაც. 

ბოლო წლებში ლიბანში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია. საგარეო ვალის სიდიდით, ლიბანი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ლიბანის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო ვალი 86 მილიარდი დოლარია, რაც მშპ-ს 150%-ია.

წინა თვეში პრემიერმა ჰარირიმ ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური ვითარება გამოაცხადა. ჰარირის თქმით, 2020 წელს ლიბანი ბიუჯეტის დეფიციტს 7%-ით შეამცირებს. დეფიციტის შემცირების ყველაზე ეფექტურ გზად ჰარირის მთავრობას გადასახადების ზრდას მიიჩნევს. 

ამ დროისთვის ლიბანი დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას. საერთაშორისო ორგანიზაცები მზად არიან ლიბანს 11 მილირდი დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყონ, თუმცა ამისთვის აუცილებელია დეფიციტის შემცირება. წელს ლიბანმა მნიშვნელოვნად შეამცირა სხვადასხვა სოციალური ხარჯები, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებიც და საპენსიო დანამატებიც. 

კომენტარები