აზერბაიჯანი

ბაქოში აქციაზე, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ, ათობით ადამიანი დააკავეს

RFE/RL

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, აქციაზე, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ, პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა, უმეტესად ქალები. სამართალდამცველებმა მიზეზად არასანქცირებული მიტინგი დაასახელეს. 

დაკავებები და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ იმ ადგილამდე მისასვლელი გზა დაბლოკა, სადაც აქციის გამართვა იგეგმებოდა. დემონსტრანტებს ჩამოართვეს და დაუხიეს პლაკატები. 

დაშლამდე აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "არა ქალებზე ძალადობას" "არ გაჩუმდე ძალადობის დროს".

წინა დღეს პოლიციამ ასევე ცრემლსადენი გაზით დაშალა და დააკავა დემონსტრანტები, რომლებიც შეიკრიბნენ მოწოდებით, გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები. 

კომენტარები