ცნობილი ადამიანები

მაილი საირუსი: ვფიქრობდი რომ გეი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ყველა კაცი ბოროტია

Getty Images

მაილი საურუსის თქმით, ის ყოველთვის ფიქრობდა რომ გეი უნდა ყოფილიყო, რადგან ყველა კაცი "ბოროტია".

26 წლის ამერიკელმა მომღერალმა, ამის შესახებ ინსტაგრამზე პირდაპირ ჩართვის დროს ილაპარაკა.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გეი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ყველა კაცი ბოროტია, თუმცა ეს არ არის სიმართლე", - თქვა მან.

ჩართვაში მაილი საიურუსი თავის ახალ შეყვარებულთან, კოდი სიმფსონთან ერთად ლაპარაკობდა. მომღერლის თქმით, სწორედ სიმფსონის პიროვნებამ შეაცვლევინა ამ საკითხზე აზრი.

"არ არის აუცილებელი იყოთ გეები, არსებობენ კარგი კაცებიც, უბრალოდ უნდა იპოვოთ ისინი. მე მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი და ის უკვე აქ არის", - თქვა მან.

7-თვიანი ქორწინების შემდეგ, მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ერთმანეთს აგვისტოში დაშორნდნენ. დაშორების შემდეგ, მალევე, საირუსმა ურთიერთობა კოდი სიმფსონთან დაიწყო.

კომენტარები