ანაკლიის პორტი

ანაკლიის კონსორციუმი: ამერიკული "კონტი ჯგუფი" პროექტიდან აღარ გადის

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული Conti International გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად." - წერია კონსორციუმის განცხადებაში.

"კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლის შესახებ 2019 წლის 15 აგვისტოს გახდა ცნობილი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობდნენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ პროექტში ერთვება ნიდერლანდური კომპანია Van Oord. 28 ოქტომბრამდე კი მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კიდევ ერთ კომპანიასთან, ყაზახურ Meridian Capital Ltd.-სთან დაკავშირებით.

კომენტარები