კოლუმბია

ისტორიაში პირველად ბოგოტას მერი ქალი გახდა

https://www.trendsmap.com

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას, ისტორიაში პირველად ქალი მერი ჰყავს. კლაუდია ლოპესმა ხმების 35,25 პროცენტი მიიღო. 

ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 97 პროცენტი. კლაუდიას ოპონენტს, დამოუკიდებელ კანდიდატს კარლოს გალანს 32,5 პროცენტმა მისცა ხმა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლოპესი პირველი ლესბოსელი ქალი მერი იქნება. 

"დღეს არის ქალთა გამარჯვების დღე! ჩვენ ვიცოდით რომ მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში შევძლებდით გამარჯვებას. ჩვენ შევძელით ეს! ჩვენ შევქმენით ისტორია"- უთხრა ლოპესმა მხარდამჭერებს.

მისივე თქმით ის კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ იბრძოლებს და ყველაზე დიდ რესურს განათლებაში ჩადებს.

კომენტარები