ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ხვალ, 30 ოქტომბერს პარლამენტში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მოსმენა გაიმართება

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიიღოს ღია ფორმატის შეხვედრაში, რომელიც პარლამენტში გაიმართება. 

შეხვედრის ინიციატორები დეპუტატები, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი არიან. ხვალ კონსორციუმის წარმომადგენლები პროექტის მნიშვნელობაზე და მის ირგვლივ არსებულ კითხვებზე ისაუბრებენ. 

დეპუტატებმა შეხვედრაში მონაწილეობა კონსორციუმთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსაც შესთავაზეს. 23 ოქტომბერს ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ასეთ ფორმატში შეხვედრის აუცილობლობას ვერ ხედავს. 

ცქიტიშვილის თქმით, დღეს პროექტს არა საჯარო დისკუსიები, არამედ სამუშაო შეხვედრები ჭირდება. დღეს დილით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

სამინისტროს ინფორმაციით, კონსორციუმის მხრიდან გენერალური ინვესტორის პოზიციაზე წარდგენილმა კომპანია Meridian Capital Limited-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები