ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.87 თეთრით, ევროსთან - 2.24 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 0.87 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.24 თეთრით გაუფასურდა. 31 ოქტომბერისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9632 ლარია, ევროსი - 3.2963 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გაუფასურდა.

რამდენიმე თვის მანძილზე ლარი რეკორდულად უფასურდებოდა. ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის ბოლოს რეზერვები გაყიდა, რის შემდეგაც, ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ანტირეკორდები აღარ მოუხსნია. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა კურსის გასამყარებლად რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაზარდა.

კომენტარები