ნიკოლას ქეიჯი

ნიკოლას ქეიჯი არ ნებდება: მსახიობი ახალ გაურკვეველ ფილმში ითამაშებს

ნიკოლას ქეიჯი საკუთარ თავს არ ღალატობს და კვლავ თანხმდება ყველა გაუგებარ პროექტს, რომელში მონაწილეობასაც სთავაზობენ. ამჯერად, მსახიობი ითამაშებს კევინ ლიუისის თრილერში  Wally's Wonderland.

ქეიჯი, ატრაქციონების პარკის დამლაგებლის როლს შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, მას მოუწევს ღამე პარკში გაატაროს და ნამდვილ კოშმარში გადარჩეს. 

ვინ შეუერთდება სამსახიობო ჯგუფს ჯერ-ჯერობით უცნობია. გადაღებები 2020 წელს არის დაგეგმილი. 

ის რომ ნიკოლას ქეიჯი საკმაოდ უცნაურ როლებს დაუფიქრებლად თანხმდება, ინტერნეტში უამრავი სახუმარო ვიდეოსა თუ სურათის გავრცელების მიზეზად იქცა. აი ერთ-ერთი ასეთი ვიდეო:

კომენტარები