კახეთში, ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი დაჭრეს. 31 წლის კაცი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებულმა პ.მ-მ, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.