ოკუპირებული ახალგორი

ოკუპირებულ ახალგორში ქალი ჭაში ჩავარდა, ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ

radiotavisupleba.ge

ოკუპირებულ ახალგორში 60 წლამდე ქალი შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. დაშავებულის ახლობლები მის თბილისში გადმოყვანას ითხოვენ. ინფორმაცია თავდაპირველად "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა, მათივე ცნობით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  

საოკუპაციო რეჟიმს ე.წ გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტილი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულის გადაყვანა ცხინვალში იგეგმება.

როგორც "ტაბულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ქალის თბილისში გადმოსაყვანად ამოქმედებულია ცხელი ხაზი. კურიერის ინფორმაციით, საქმეში წითელი ჯვარიც ჩაერთო. 

28 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ გამშვები პუნქტის გამო 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილმა სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლო, ხოლო ცხინვალში მას სათანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გამშვები პუნქტი 2 თვეზე მეტია, რაც ჩაკეტილია. საოკუპაციო რეჟიმმა და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაბის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაკეტა. მისი გახსნა 6 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა ეს პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა. 

კომენტარები