ინდოეთი

ნიუ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო მანქანების რაოდენობის განახევრებას ცდილობენ

Reuters

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებამ საგანგაშო დონეს მიაღწია, რის გამოც ადგილობრივმა მთავრობამ მანქანების განახევრებისათვის ახალი ზომები მიიღო, კერძოდ კი ორშაბათს მანქანებს, რომელთა ნომერი ლუწი ციფრით მთავრდება, ქუჩებში მოძრაობა აეკრძალათ. ხვალ ქალაქში სიარული კენტ ნომრიან მანქანებს აეკრძალებათ. მსგავსი სისტემა 15 ნოემბრამდე იმოქმედებს.

ნიუ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო ქალაქის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაბინძურების დონე დასაშვებ მაჩვენებელს 400-ჯერ აჭარბებს.

ჰაერის დაბინძურების შედეგად ცუდი ხილვადობის გამო ნიუ დელის აეროპორტიდან 30-მდე ფრენა სხვადასხვა ქალაქში გადაამისამართეს.

დაიკეტა სკოლები. შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები. მთავრობამ მოსახლეობისათვის ნიღბების დარიგება დაიწყო.

წელიწადის ამ დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ზრდა ჩვეული მოვლენაა. დაბინძურება დივალის დღესასწაულზე ფეიერვერკების გამოყენებას და მიმდებარე რეგიონებში ფერმერებს მიერ მარცვლეულის აღების შემდეგ ნარჩენების დაწვას უკავშირდება.

კომენტარები