McDonald's

მაკდონალდსის დირექტორი თანამშრომელთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

სტივ ისტერბრუკი

მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ისტერბრუკი, თანამშრომელთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამერიკული სწრაფი კვების გიგანტის წარმომადგენლების თქმით, ისტერბრუკსა და თანამშრომელს შორის ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამ ფაქტისა მან "დაარღვია კომპანიის პოლიტიკა".

წამოსვლამდე, სტივ ისტერბრუკმა თანამშრომლებს იმეილი გაუგზავნა, სადაც მათ ურთიერთობის შესახებ შეატყობინა და დაწერა, რომ ამას შეცდომად თვლის.

"კომპანიის ღირებულებების გათვალისწინებით, მე ვეთანხმები ბორდს რომ უნდა გადავდგე", - თქვა მან.

52 წლის სტივ ისტერბრუკი მაკდონალდსში 1993 წლიდან მუშაობდა. 2011 წელს მან სამსახურის დატოვა და Pizza Express-ის დირექტორი გახდა, თუმცა 2013 წელს მაკნდონალდში დაბრუნდა და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში კომპანიის ხელმძღვანელი გახდა.

2015 წელს ის მაკდონალდსის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

ითვლება, რომ სტივ ისტერბრუკის მმართველობის ქვეშ მაკნდონალდსის მენიუს მნიშვნელოვანი გარდაქმნა და გამოცოცხლება მოხდა, ასევე განახლდა კაფეები. მის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება მაკდონალდში მიტანის სერვისის არეალის გაზრდა და განვითარებაც.

კომენტარები