მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა

მთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა. იგი მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 

2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ბექა დოჭვირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი მანამდე ნათია მიქელაძე იყო.

კომენტარები