რუსეთი

ვლადიმირ პუტინს ვიკიპედიის რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიით ჩანაცვლება სურს

https://www.gazeta.ru

ვლადიმირ პუტინი, რუსული ენის საბჭოს შეხვედრაზე, ვიკიპედიის რუსული ანალოგიით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა. პუტინი ასე გამოეხმაურა განცხადების იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ხშირად დაუდასტურებელ ინფორმაციას იყენებენ, მათ შორის ვიკიპედიას.

მედუზას ინფორმაციით, პუტინს სურს, რომ ვიკიპედიის საძიებო სისტემა "დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიით" ჩანაცვლდეს.

"რაც შეეხება ვიკიპედიას... კარგი იქნება ის დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიით შევცვალოთ. ეს ყოველ შემთხვევაში იქნება სანდო ინფორმაცია, კარგ, თანამედროვე ფორმაში"- თქვა პუტინმა. 

ცნობისთვის, 2016 წლიდან რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ვიკიპედიის შიდა ანალოგის შექმნას. მაშინ პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაამტკიცა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შექმნის ელექტრონულ ენციკლოპედიას. რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადეს, რომ ახალი ინტერნეტ-რესურსი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ანალოგი გახდება.

2019 წლის ოქტომბერში, Викимедиа РУ-მ 8,5 მილიონი რუბლის ოდენობის საპრეზიდენტო გრანტი მიიღო. 

კომენტარები