And Then We Danced

And Then We Danced-ის მსახიობი: რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ფილმს ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა

And Then We Danced-ის მსახიობი, ლევან გელბახიანი ფილმის პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ძალადობრივი ჯგუფების მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ აგრესიულ განცხადებებს არ უპასუხებს. 

მისი თქმით, მაყურებელი ფილმში "სხვა კუთხით დანახულ საქართველოს" ნახავს. 

"რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა. ყველას თავისი შეხედულებები აქვს. ჩემთვის, რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, სხვისთვის არ იყოს. ეს არის ზოგადი შეხედულება. ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ და ცოტა სხვა კუთხით დანახულ საქართველოს,"- ამბობს მსახიობი რუსთავი 2-თან საუბარში. 

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება. 

"ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.

გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს. 

ლევან ვასაძე კი მოუწოდებს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გააუქმოთ ეს კინოჩვენება და მსგავსი აღარაფერი აკადროთ საქართველოს არასოდეს."

..........

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები