ჰონგ-კონგში ჩინური უნივერსიტეტის ასობით კურსდამთავრებული უნივერსიტეტის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ჰონგ-კონგის აქციის მოწოდებებს სკანდირებდა და დაკავებული სტუდენტების გატავისუფლებას ითხოვდა. მათ ნიღბებიც ეკეთათ, რაც ჰონგ-კონგის ახალი კანონით აკრძალულია. ჰონგ-კონგელები პეკინის გაზრდილი გავლენის წინააღმდეგ და დემოკრატიული ცვლილებებისთვის უკვე მეექვსე თვეა აქციებზე გამოდიან.
ცერემონიაზე დამსწრე ერთმა მამაკაცმა, რომლესაც ხელში დანა ეკავა, ჩინეთის ეროვნული ჰიმნის სიმღერა დაიწყო. სამართალდამცავებმა ის ტერიტორიას მოაშორეს.
"ღმერთი გაანადგურებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას," - ვკითხულობთ ბანერზე, რომელიც სტუდენტებმა ჩინეთის უნივერსიტეტთან მიიტანეს.
ზოგიერთ სტუდენტს ხელში ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ეკავა. ცერემონიის მიმდინარეობისას სტუდენტებმა ეროვნული ჰიმნს ზურგი შეაქციეს. ჰონგ-კონგის აქციებზე ხშირად მღერიან ახალ არაოფიციალურ ჰიმნს "დიდიება ჰონგ-კონგს".
უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის შემდეგ ცერემონია მალევე დაასრულა.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ძალიან დაღლილები ვართ, არ უნდა დავნებდეთ," - თქვა ერთერთმა კურსდამთავრებულმა.
ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კურსდამთავრებულებიც გამოსაშვებ ღონისძიებაზე ჰონგ-კონგის პროტესტის მოწოდებებს სკანდირებდნენ.
ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადრობრივად დაშალეს.
არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.
1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა.