რეჟისორ ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმის And Then We Danced პრემიერა, საქართველოში ხვალ, 8 ნოემბერს შედგება.
ფილმი ქართული ცეკვის ანსამბლის 2 მოცეკვავის ამბავს გვიყვება. ეს არის თავისუფლებისთვის ცეკვის და ბიჭების სიყვარულის ისტორია, რომელსაც ფონად სდევს მძიმე კულტურული და სოციალური გარემო.
სურათში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.